დაკავებულები, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.