weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე ჩარჩენილი National Geographic-ის თანამშრომლები და მწყემსები ბარში დაბრუნდნენ

16:39 შაბათი, 11 მაისი 2019

სტიქიის გამო თუშეთის გზაზე ჩარჩენილმა შვიდმა ადამიანმა თორღვას აბანოდან 30 კილომეტრი ფეხით გაიარა და ბარში დაბრუნდა. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ უთხრა, მათგან ორი მწყემსია, ხუთი კი „National Geographic საქართველოს“ გადამღები ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც მწყემსებს აბანოს უღელტეხილზე ცხვრის გადარეკვის გადასაღებად ახლდნენ.

„ყველა კარგად არის. მთაში დარჩა ექვსი მეცხვარე, რომლებსაც ცხვარი მიუდის საზაფხულო საძოვრებზე და იმ საგზაო კომპანიის ექვსი თანამშრომელი, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს“, – ამბობს ლადო კახოიძე.

ამ დროისთვის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა მეცხრე კილომეტრიდან ჩაკეტილია. გუშინ, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა სოფელ ლეჩურთან, 150-200 მეტრზე გზა მთლიანად წაიღო. როგორც ლადო კახოიძე ამბობს, სავარაუდოდ იგივე მდგომარეობაა მე-14 კილომეტრზეც. სტიქიის გამო გზაში ჩარჩენილ ხალხთან დაკავშირება გუშინ, დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი აბანოს უღელტეხილთან, უსაფრთხო ადგილზე იყვნენ.

თუშეთის გზის გახსნა, რაც მაისის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ ერთი ან ორი კვირით გადაიდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]