ტელეკომპანიის ინფორმაციით, რობერტ გაწერელიამ აფხაზეთის მოქალაქის ახალი პასპორტი აიღო, სადაც, თავდაპირველად, მის ეროვნებად „ქართველი“ იყო მითითებული, თუმცა გაწერელიამ საპასპორტო განყოფილებას მიმართა და „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ მოითხოვა.
რობერტ გაწერელიას თქმით, მას ყველა ეუბნებოდა, რომ „პასპორტში“ მეგრელად არავინ ჩაწერდა, თუმცა საპასპორტო განყოფილებაში გაარკვია, რომ ამის უფლება ჰქონდა.
„ამ პასპორტის მიღების შემდეგ, არა მხოლოდ ჩემი სული, არამედ ჩემი წინაპრებიც ხარობენ, რადგან ოცნებობდნენ, რომ მეგრელად ჩაწერილიყვნენ“, – ამბობს გაწერელია „გალ ტვ“-სთან ინტერვიუში.