weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

10:11 ორშაბათი, 13 მაისი 2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა. რაკეტამ ჯერ თუნუქის სახურავი ჩაამტვირია, შემდეგ კი იატაკი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დიდი ხმა ჰქონდა. შხუილით წამოვიდა, „ჟეშტი“ ხომ ჩამოგლიჯა, გიფსოკარდონიც ჩამოგლიჯა, ხალიჩაც და „პოლში“ დაბლა ჩავარდა - ამ სისქის ფიცარია. ნახევარ მეტრზე მეტი იქნებოდა, ძლივს ამოიღეს“, – ამბობს დაზარალებული ზაირა კიკილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

მომხდარს გამოეხმაურა ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მართავს.

მათი განცხადებით, ინტენსიურად მუშაობენ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის მწარმოებელ ბულგარულ კომპანიასთან და ითხოვენ განმარტებას რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ.

ცენტრში აცხადებენ, რომ მიზეზების დადგენამდე, კიკილაშვილებისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაეცა. მსგავსი ფაქტი 2017 წლის მაისში პანკისის ხეობაში დაფიქსირდა. მაშინ სოფელ საკობიანოდან გასროლილი რაკეტის ფრაგმენტები სოფელ ჯოყოლოში, ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში ჩავარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]