weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ „რიონის“ ჟურნალისტმა არხი დატოვა

12:55 ორშაბათი, 13 მაისი 2019

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი აცხადებს, რომ ტელეკომპანია დატოვა, რადგან გადაცემაში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

გადაცემაში, სადაც წამყვანმა სტუმართან, ბესო ჩუბინიძესთან ერთად ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, საუბარი შეეხებოდა 17 მაისს – ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

„რიონის“ განცხადებით, თვითრეგულირების საბჭომ გადაცემა განიხილა და დაადგინა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული იმ პრინციპის დარღვევა, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელი ვალდებულია, არ გაავრცელოს მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და სხვა უმცირესობებისადმი. ამავე პრინციპის თანახმად, თუ რესპონდენტი ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმას რომელიმე ჯგუფის მიმართ, ჟურნალისტი ვალდებულია, კონკრეტული მონაკვეთი ეთერში არ გაუშვას. თუ სიძულვილის ენას ადგილი პირდაპირი ეთერის დროს ექნება, წამყვანი ვალდებულია, მოუწოდოს კორექტულობისაკენ სტუმარს.

„ბოდიშს ვიხდით იმ ადამიანებთან, ვინც გადაცემაში გამოყენებული ტერმინებითა და შეფასებებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენ მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება“, – ნათქვამია ტელეკომპანია „რიონის“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]