გამყრელიძეები, რომლებიც სოფელ ახალსოფელში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ წვნიანის მიღების შემდეგ მათაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მშობლების თქმით, ქათმის ხორცს, ისევე როგორც ბრინჯს, შენახვის ვადა არ ჰქონდა გასული.
„ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. ხუთ წუთში განვითარდა კლინიკური სიკვდილი. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და 45 წუთში ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. იყო მწვავე მოწამვლის სიმპტომები. იყო თუ არა ეს კვებითი ინტოქსიკაცია, როგორც მშობლები ამბობენ, ამას უკვე გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ მშობლებიც“, – ამბობს ექიმი ზურა გურგაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზები.