weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს რკინიგზის და FRANCO COMPANIA NAVIERA-ს დირექტორებს შორის შეხვედრა გაიმართა

12:44 სამშაბათი, 14 მაისი 2019

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია FRANCO COMPANIA NAVIERA-ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს პატარა ზომის საკონტეინერო გემების მომსახურების ოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

შეხვედრის ფარგლებში, სს „საქართველოს რკინიგზა“ და FRANCO COMPANIA NAVIERA შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების (TEU) 177%-იანი და საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა.

ამასთან, 2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო გემი, რაც დადებითად მოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე, უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას. 

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]