ადიდებულია მდინარე ლოპოტა, ჭიჭაკვის ხევი და დიდხევი. სტიქიამ განსაკუთრებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები - ფშაველი, ლეჩური, ლალისყური, ნაფარეული, სანიორე და ართანა დააზარალა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე საგზაო და სამაშველო სამსახურები.
ფშაველში, ლალისყურსა და ლეჩურში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების დაზიანების გამო, მოსახლეობას წყალი ცისტერნებით მიეწოდება. სტიქიის ზონებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ამ დრომდე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, იწმინდება არხების და მდინარეების კალაპოტები.
ადგილზე იმყოფებიან თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია