weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს ზუგდიდში ინციდენტი მოხდა

13:32 სამშაბათი, 14 მაისი 2019

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს დროს ინციდენტი მოხდა. როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიში“ იუწყება, მიმდინარეობდა გადაცემის ჩაწერა, რა დროსაც მერობის კანდიდატს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დაუპირისპირდნენ.

„ოდიშის“ ცნობით, რამდენიმე პირმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაუპირისპირდა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

„მოვიდნენ გინებით - მეგრულად, ქართულად. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. არ გვამუშავეს. სასახლეების თემაზე ჩვენ აქ პატარა გადაღება გვქონდა. ჯერ გინებაზე, შემდეგ ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს გაეკიდნენ, რაღაც ილეთებით, მთელი ამბებით დასდევდნენ. მერე პოლიციას დავურეკეთ. ეს 15 წუთი გრძელდებოდა და არავინ გამოჩენილა. სამართალდამცველები ახლა მოვიდნენ, როდესაც ისინი უკვე დიდი ხანია წასულები არიან“, – განაცხადა რულოვსმა ინციდენტის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ დღეში, 19 მაისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]