weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თამაზ ბაკურიძე ძმის გაუჩინარებაზე აჭარის პოლიციის სამმართველოს მიმართავს

12:53 შაბათი, 08 ივლისი 2017

მეხუთე დღეა ბათუმში უშედეგოდ ეძებენ 45 წლის სპორტსმენს, კობა ბაკურიძეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ზღვაში შევიდა, საიდანაც ვეღარ გამოვიდა. პოლიციასთან პრეტენზიები აქვს დაკარგულის ძმას. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გამომძიებლებს სათვალთვალო კამერებიდან მასალები ამ დრომდე არ ამოუღიათ.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს შემდეგი კითხვით, ჩემ ძმას ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული ანბანის კოშკთან ან თუნდაც სანაპიროს სხვა ადგილას, სადაც სათვალთვალო კამერები დგას, ამ შემთხვევაში თქვენ ხომ ოპერატიულად მოახდენდით რეაგირებას და მტკიცებულების სახით დაკავების საფუძვლად გამოიყენებდით ზუსტად სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილ კადრებს?! და ამ შემთხვევაში როცა იცით და თავად გაქვთ აღძრული საქმე რომ ადამიანი დაკარგულია , ასევე გაქვთ ამოღებული მხოლოდ ერთი ფირი, სადაც ჩანს როგორ მივიდა ანბანის კოშკთან ავტომანქანით და გადმოვიდა. რატომ არ მიყევით ბოლომდე კვალს სად, როგორ და რა დროს მოძრაობდა სანაპიროზე? 3 ივლისის შემდეგ რა პროცედურებს ელოდებით რომ ამოიღოთ ფირები? დღის ბოლომდე თუ ოჯახს არ ექნება ეს ჩანაწერები, მაშინ რაც მოხდება, პასუხისმგებლობა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ", - აღნიშნავს თამაზ ბაკურიძე.

მისივე თქმით, ორი დღის წინ, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას მასთან ქალბატონი მოვიდა და უთხრა, რომ მისი ძმა, კობა დაინახა. ქალბატონის ინფორმაციით, კობა ანბანის კოშკის მიმდებარედ წყალში შევიდა და სასტუმრო "შერატონის" მიმართულებით ბანაობდა. "როგორც იგი ამბობს, არანაირი საფრთხე არ დაუნახავს. ქალბატონის საუბრისას ახალგაზრდა მამაკაციც მოვიდა და განსხვავებული ვერსია გვითხრა. მამაკაცის ინფორმაციით, კობა იმავე დღეს, საღამოს ცხრის ნახევრისთვის ბულვარში, შაუმიანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა და მაისური და ფეხსაცმელი არ ეცვა. კობას მაისური ნამდვილად არ ეცვა, რადგან ავტომობილში ჰქონდა დატოვებული", - ამბობს თამაზ ბაკურიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]