weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

12:35 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნები - 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს.

შსს-ს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამსართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]