weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქალმა თვითმკვლელობა სცადა – დააკავეს ქმარი, დედამთილი კი ბრალდებულია

15:19 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019
ფოტო © RFE / RL ფოტო © RFE / RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 9 მაისს, მეუღლეზე, 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა.

შსს-ს ცნობით, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის, 1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, რის გამოც მას რძლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის ბრალი წარედგინა.

„დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]