weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

17 მაისს თბილისში სახალხო მსვლელობა გაიმართება – საპატრიარქო

16:58 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში სახალხო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, „დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს“.

პარაკლისის შემდეგ კონცერტია დაგეგმილი.

„ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს. იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]