weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საწვავის არქონის გამო აბანოს უღელტეხილთან გზის გაწმენდითი სამუშაოები შეწყვეტილია

11:56 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019
ფოტო © National Geographic საქართველო/ნიკოლოზ მჭედლიძე ფოტო © National Geographic საქართველო/ნიკოლოზ მჭედლიძე

თუშეთისკენ მიმავალ ერთადერთ საავტომობილო გზაზე, აბანოს უღელტეხილის მონაკვეთზე, გაწმენდითი სამუშაოები შეწყვეტილია. საწვავის მარაგის ამოწურვის გამო მესამე დღეა ტრაქტორი ვერ მუშაობს. უცნობია, როდის და რა გზით მოხდება ტექნიკისთვის საწვავის მიწოდება.

„რეგინფოს“ თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ უთხრა, რომ დღეს დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ომალოდან აბანოს მიმართულებით განახლდა.

„გუშინ, ვერტმფრენით მცირე ოდენობით საწვავი მივაწოდეთ ომალოში არსებულ ტექნიკას და სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყეს. აბანოს უღელტეხილის მიმართულებით უკვე 14 კილომეტრია გაწმენდილი. ამავე დროს, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენაზე მუშაობენ ქვემოდანაც. მე-9, მე-15 და მე-18 კილომეტრებზე სამუშაოებს გუშინ 4 ტრაქტორი ასრულებდა“, – ამბობს ლადო კახოიძე.

რაც შეეხება ცხვრის გადარეკვას, როგორც ლადო კახოიძე ამბობს, გასულ წელთან შედარებით ეს პროცესი შეფერხებულია: „ისე ინტენსიურად ვერ ხერხდება როგორც შარშან, თუმცა ნელ-ნელა მიდის ცხვარი. გუშინ ორი ფარა გადავიდა“.

„რეგინფო“ რამდენჯერმე დაუკავშირდა შპს „არილს“, რომელიც ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, თუმცა არსებული ვითარების შესახებ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]