weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

12:47 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით, ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. მაღაროელები ქალაქის ცენტრში აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„სანამ ხელფასს 50%-ით არ მოგვიმატებენ, არ ვაპირებთ მაღაროში შესვლას. საშინელი პირობები გვაქვს ჯანდაცვის და კვების თვალსაზრისით“.

„მაღაროელებს უნდა გვექცეოდეს სანათადო ყურადღება, როგორსაც ვიმსახურებთ. ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ. გვინდა, რომ ადამიანებად ჩავითვალოთ ამ ქალაქში და ვიცხოვროთ არა მარტო არსებობისთვის, არამედ ისე, რომ აღარ ვიყოთ ასეთი გაჭირვებულები.

ვაპროტესტებთ იმასაც, რომ ქალაქში გადაადგილდებიან მძიმეწონიანი მანქანები. დაბინძურებულია ქალაქი, ეკოლოგიური კატასტროფაა, გვეწამლებიან ბავშვები. არანაირი პერსპექტივა არ არის არც ჩვენთვის და არც ჩვენი შვილებისთვის“.

„ჩვენი ეზოდან, ჩვენი ხელით ამოღებული მარგანეცით მილიარდებს შოულობენ და ჩვენ კაპიკებზე, საჭმელზე გველაპარაკებიან. 21-ე საუკუნეში სასადილოში რომ საკვების პრობლემა იქნება, სირცხვილია. უკვე სამი დღე რომ გავიდა, ვერაფერი შევჭამეთ და მშივრები მივდიოდით მაღაროში, იქიდან დაიწყო ყველაფერი“, – განაცხადეს აქციის მონაწილე მაღაროელებმა.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს დილით „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]