სტუმრები ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მუშაობის პროცესს გაეცნენ. მათი თქმით, სამედიცინო ცენტრი საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა (ბურგუნდიის მხარე) და საქართველოს კახეთის რეგიონს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რის აღსანიშნავადაც საპარლამენტო მეგობრობის პრეზიდენტმა ჟან რენე კაზნევმა სარანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს საჩუქრად გადასცა საგრანგეთის გენერალური ასამბლეის მედალი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის ვიზიტები და წარმატებული პროექტები ხელს უწყობს შემდგომი ურთიერთობის განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც პარლამენტებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის. შეხვედრას სტუმრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
[R] ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ინფორმაცია