weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გორში მოკლულ 9 წლის გოგოზე სექსუალური ქმედება ექსპერტიზამ დაადასტურა – პროკურორი

14:47 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

როგორც პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, სექსუალური ხასიათის ქმედებას ბრალდებული საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე ფოტო და ვიდეოჩანაწერი წაშალა. პროკურორის თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში ჩანაწერი სრულად აღადგინეს.

„სასამართლომ გამოიკვლია არა მხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით. ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა“, – განაცხადა პროკურორმა გუგუტიშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ იაგო ნებიერიძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. შემდეგ პროცესზე, რომელიც 21 მაისს, 10:30 საათზეა ჩანიშნული, ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგება და იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათში ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

სამართალდამცველებმა 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოგვიანებით მას ბრალი 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითაც წარედგინა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]