არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.
ხუთი დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ „ლაივპრესს“ უთხრა, ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.