weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 4 მოსწავლე მოათავსეს

00:21 შაბათი, 18 მაისი 2019

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაციის გამო ოთხი მოსწავლე მოათავსეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სავარაუდოდ მალევე გაწერენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბავშვები სოფელ რუხში აფხაზეთის მთავარობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – „აფხაზეთობაზე“ იმყოფებდნენ, სადაც ნაყინით გაუმასპინძლდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მათი მოწამვლა.

ამ ვერსიას არ ადასტურებენ აფხაზეთის მთავრობაში. სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ნაყინი არ დარიგებულა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსწავლეების მსუბუქი ინტოქსიკაციის ფაქტს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სწავლობენ.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]