weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნებთან დაკავშირებით რეგიონებში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება

10:41 შაბათი, 18 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში მართლწესრიგის დასაცავად, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია არავის მისცემს არჩევნებზე სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 მაისს რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ოზურგეთის, მარნეულის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. გარდა ამისა, 19 მაისს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]