weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახმეტაში დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაყვანის დროს ავარიაში მოყვა

12:17 შაბათი, 18 მაისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრა. ავტომობილი, რომლითაც ის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ამ დროისთვის დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რადგან მამაკაცი საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოხვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შს სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდება, დაშავებულს დაზიანებები ავტოავარიის გამო აქვს, თუ დაჭრილია. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]