შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს და ასევე, იძალადა არასრულწლოვან გერზე.
„პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილ მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.