weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლის გამო ორი პირი დააკავეს

21:55 შაბათი, 18 მაისი 2019

სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. საქმე ეხება 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, ოპოზიციის დამკვირვებლის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის შვილია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლმა, ზოია ქვარცხავამ განაცხადა, რომ საარჩევნო უბანთან მისთვის უცნობმა პირებმა, რომლებიც ორ ავტომობილთან იდგნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. დამკვირვებლის თქმით, მან ავტომობილებისა და სავარაუდო დამნაშავეებისთვის ფოტოს გადაღება მოახერხა. ზოია ქვარცხავა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]