„ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი ორი ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ყაზბეგის სწრაფი რეაგირების მაშველები, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ტურისტები თავს კარგად გრძნობენ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.