weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების გაყალბების ფაქტის გაცხადებისთვის „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს – გვარამია

10:45 კვირა, 19 მაისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირიექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზად არის არჩევნების გაყალბების ფაქტის გასაჯაროების სანაცვლოდ თანხა გადაიხადოს. გვარამიას თქმით, ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც პასპორტს წაართმევენ, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, ამის გაცხადებისთვის „რუსთავი 2“ 1000 ლარიან ჯილდოს სთავაზობს.

„ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას, რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდ „რუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს.

ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს, 19 მაისს, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში არჩევნები იმართება. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერს ირჩევენ, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]