weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

10 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი თბილისში იყო – ცესკო

11:30 კვირა, 19 მაისი 2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 8.1% იყო. ცესკოს ცნობით, სულ 120 837 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 9 734-მა მიიღო.

10 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა – 15.4% საგარეჯოში დაფიქსირდა, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. აქ რეგისტირებული 456 ამომრჩევლიდან არჩევნებზე უკვე 70 მივიდა.

მაღალი აქტივობაა პანკისის ხეობაში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზეც, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. 1220 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა 140-მა (11.5%) მიიღო

ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქშია. აქ კენჭისყრაში მონაწილეობა 1752 ამომრჩეველმა (4%) მიიღო. სულ ოლქში 43 908 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერს ირჩევენ, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]