ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ფიქსირდება. 15:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის 21%-ს (9226 ამომრჩეველი) ჰქონდა მიღებული.
ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოშია, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებული 456 ამომრჩევლიდან ხმა ნახევარზე მეტმა – 257-მა მისცა.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.