„ლაივპრესის“ ცნობით, ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა, დეკანოზმა ფრიდონმა მათ განუმარტა, რომ ხალხის კურთხევა ევალება. მოძღვრის თქმით, მე-5 საარჩევნო უბანი პირველია, რომელიც აკურთხა, თუმცა ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე იმდენი უბნის კურთხევას აპირებს, რამდენსაც მოასწრებს.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.