მთაწმინდის მაჟრიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩეველმა პარლამენტის დეპუტატი აირჩია, აქტივობამ 34.27% შეადგინა. აღნიშნულ ოლქში სულ რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა 15 049-მ მიიღო.
მერის რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ასეთი იყო:
ხულო – 58.21%
ზესტაფონი – 57.3%
ჭიათურაა – 43.26%
ზუგდიდი – 46.88%
მარნეული – 35.82%
საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე აქტივობა ასეთი იყო:
საგარეჯო – 74.56%
ადიგენი – 56.41%
წყალტუბო – 52.5%
ახმეტა – 50.57%
ოზურგეთი – 45.45%
ტყიბული – 39.85%
არჩევნები სულ 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.