„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არჩევნები მარნეულშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო: „დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“.
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში მათი კანდიდატის გამარჯვებას გამოაცხადებს, ამას არ შეეგუება, იმიტომ, რომ „ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.
„ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულად, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა სოფელ განმუხურში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სულ 107 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 74 უბნის შედეგების მიხედვით, გიორგი შენგელიას ამომრჩეველთა ხმების 54.45% (19 858 ხმა) აქვს, ხოლო სანდრა რულოვსს – 42.75% (15 592 ხმა).