weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში ჩვენმა კანდიდატმა I ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა – კობახიძე

01:49 ორშაბათი, 20 მაისი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ზუგდიდში ამომრჩეველთა ხმების 54.08% მიიღო.

„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნები მარნეულშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო: „დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“.

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში მათი კანდიდატის გამარჯვებას გამოაცხადებს, ამას არ შეეგუება, იმიტომ, რომ „ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.

„ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულად, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა სოფელ განმუხურში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სულ 107 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 74 უბნის შედეგების მიხედვით, გიორგი შენგელიას ამომრჩეველთა ხმების 54.45% (19 858 ხმა) აქვს, ხოლო სანდრა რულოვსს – 42.75% (15 592 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]