weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში გიორგი შენგელიას 54.2% აქვს – ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები

11:05 ორშაბათი, 20 მაისი 2019

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომელიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა საარჩევნო უბნიდან მიიღო.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:

N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი

ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 41%

შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 36.8%

ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი – 6.5%

გერმანე საბო – გირჩი – 4.8%

გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.1%

კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.9%

ოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.6%

N22 მარნეულის საარჩევნო ოლქი

ზაურ დარგალი – „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ – 78.6%

აგილ მუსტაფაევი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11.5%

აკმამედ იმამკულიევი – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ – 7.5%

ალი ბადიროვი – დამოუკიდებელი – 1.2%

N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

გიორგი შენგელია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 54.2%

სანდრა ელისაბედ რულოვს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8%

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი ორგანიზაციის 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.

მათივე ცნობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდნენ, რამაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა განაპირობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]