სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული არასრულწლოვანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფრომაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.