weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

39% საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის ცუდ მოვლენად მიიჩნევს – NDI

16:14 ორშაბათი, 20 მაისი 2019
ფოტო გადაღებულია გორში, 2017 წელს © Vano Shlamov/AFP ფოტო გადაღებულია გორში, 2017 წელს © Vano Shlamov/AFP

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის „ცუდ მოვლენად“, 50% კი „კარგ მოვლენად“ მიიჩნევს. 11% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად სომხურ დასახლებებში გამოკითხულთა 65% აფასებს, 52% კი აზერბაიჯანულ დასახლებებში. NDI-ის თანახმად, სოფელთან შედარებით, დიდ ქალაქებში უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო.

         

კვლევის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს, 2018 წელთან შედარებით 3%-ით შემცირდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კველვა „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]