weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორპუსის ფანჯრიდან კუს გადაგდებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

16:49 ორშაბათი, 20 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან კუს აგდებს.

შსს-ს ცნობით, იდენტიფიცირებული ჰყავთ პირები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. მეორე ნაწილის მიხედვით კი, იგივე ქმედება, ჩადენილი ა) ჯგუფურად, ბ) არაერთგზის, გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]