აგვისტო 23, 2019
weather cur horoscope tv

NDI: ტელეკომპანია „იმედს“ უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე „რუსთავი 2“-ს

17:26 ორშაბათი, 20 მაისი 2019 hits 221

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, ტელეკომპანია „იმედს“ გამოკითხულთა 32% ენდობა, 28% „რუსთავი 2“-ს, 4% კი ტელეკომპანია „პირველს“.

3%-იანი ნდობა აქვს აზერბაიჯანულ ტელეარხ Az Tv-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველს არხს, სომხურ Armenia Tv-სა და „ობიექტივს“ კი 2% ენდობა.

არცერთ ტელეარხს არ ენდობა გამოკითხულთა 19%.

მოსახლეობის 72%-სთვის პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად პირველადი წყარო ტელევიზიაა, 21%-სთვის კი ინტერნეტი. შემდეგ მოდის მეზობლები/მეგობრები – 3%, ოჯახის წევრები – 2%, თანამშრომლები – 1%, გაზეთები/ჟურნალები – 1%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კველვა „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]