შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
„შემოვლას ვასრულებდი, როდესაც გოგოს წივილის ხმა მომესმა. ადგილზე მისულმა დავინახე, რომ ახალგაზრდა გოგო იყო დაბლა დავარდნილი და ითხოვდა შველას. გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც დაზიანებები დაუმუშავა. გოგო ამბობს, რომ უცნობი მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას“, – ამბობს დაცვის თანამშრომელი „ინფო რუსთავთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.