weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზაციის პროგრამის მონაწილეთათვის განცხადებას ავრცელებს

16:58 სამშაბათი, 21 მაისი 2019

„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მონაწილე ყველა ბენეფიციარს, რომელმაც შემოიტანა განაცხადი და პირველ ეტაპზე ვერ დაუკმაყოფილდა, პროგრამის მეორე ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამის პირველ ეტაპზე სახლემწიფოსგან თანდაფინანსება 104 ბენეფიციარმა მიიღო, გრანტის ოდენობამ კი 6 854 214 ლარი შეადგინა. 178 ბენეფიციარის განაცხადი არასრული დოკუმენტაციის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო უარყოფილია, ხოლო 399 ბენეფიციარი არის მომლოდინე რიგში, რომლებმაც პროგრამის პირველ ეტაპზე ვერ მიიღეს დახმარება.

„პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებისას პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ ბენეფიციარების განაცხადები, რომლებიც დარეგისტრირდნენ პირველ ეტაპზე, პროგრამით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილეს და ვერ მიიღეს პროგრამაში მონაწილეობა“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარის შეადგენს.

პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამა საპილოტეა. მასში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილს დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]