weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში სტიქიით დაზარალებული სოფლები სასმელი წყლით მარაგდება

17:39 ორშაბათი, 20 მაისი 2019

სტიქიის შედეგად წყლის სათავე ნაგებობების დაზიანების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ფშაველს, ლალისყურსა და ლეჩურს დროებით შეუწყდა წყალმომარაგება, რის გამოც, საჭირო გახდა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებით.

სტიქიით დაზარალებული სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფას 14 მაისიდან დღემდე უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა. მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის და ეროვნული გვარდიის ავტოტექნიკა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]