„ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ადგილზე მისული პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე პოლიციასთან კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა.
„ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება“, – განაცხადეს შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.