weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

10:37 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

დღეიდან, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტალენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო დაწესდება.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 22 მაისის 08:00 საათიდან 24 მაისის 08:00 საათამდე, გვირაბის თბილისი-სენაკის და 29 მაისის 08:00 საათიდან 31 მაისის 08:00 საათამდე, სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, 22 მაისის 08:00 საათიდან 23 მაისის 08:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბების ჩაკეტვის პერიოდში, ფოთიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 13-ე კილომეტრზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზების გავლით. ხოლო, სარფიდან მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე არსებული სატრანსპორტო კვანძიდან, სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის გავლით.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მდებარე ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, 29 მაისის 08:00 საათიდან 31 მაისის 08:00 საათამდე, გვირაბის ქობულეთი–ბათუმის და 5 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე, ბათუმი–ქობულეთის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ქობულეთი–ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი–ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი–ბათუმის მიმართულებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]