weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის რაიონში ორ სკოლას დახურავს

12:20 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის სოფლის მცირერიცხოვანი სკოლები დახუროს. მათ შორის ხვდება ახალგორის (ლენინგორი) რაიონის სოფლების – აბრევისა და ახმაჯის სკოლები.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, სკოლების დახურვის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრმა ნატალია გასიევამ განაცხადა.

„მოვლენებმა, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, 90-იან წლებიდან დაწყებული, გამოიწვია ის, რომ სოფლები მოსახლეობამ დატოვა. იმ პერიოდის შემდეგ დიდი რაოდენობით სკოლები მოსწავლეების არყოფნის გამო დაიხურა. მცირერიცხოვანი სასწავლო დაწესებულებების პრობლემა დღემდე არსებობს“, – განცაცხადა გასიევამ.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება ჯავის რაიონში სოფელ ნოგყაუს, ასევე ახალგორის რაიონში სოფლების აბრევისა და ახმაჯის სკოლების დახურვა.

„სოფლებში სკოლების შენარჩუნებას ვცდილობთ, თუმცა მოსწავლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი დახურვა გვიწევს. მაგალითად, სოფელ აბრევში ორი მოსწავლეა, რომლებსაც შეეძლებათ სოფელ წინაგარაში, ახალ სკოლაში სიარული“, – განაცხადა ე.წ. განათლების მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]