„იყო შემთხვევები, როცა ერთ დღეში 100 კილოგრამი და მეტი ყველი გამოგვიყენებია“, – განაცხადეს რესტორანში.
ქალაქის ცენტრში მდებარე სიდიდით მეორე რესტორანში კი ამბობენ, რომ სტუმრები ელარჯის გარდა, ყველაზე ხშირად ხბოს ხორცის ნიგვზიან ხარჩოს და კუპატს ითხოვდნენ. რესტორანში დახარჯული პროდუქტის რაოდენობა არ უთქვამთ.
ზუგდიდში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. მერის რიგგარეშე არჩევნები კიდევ 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა, თუმცა ზუგდიდი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. „ლაივპრესი“ წერს, რომ ქალაქს საარჩევნო კვირაში უამრავი სტუმარი ჰყავდა.