weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

სტარტაპერებისთვის 10-მილიონიანი ფონდი შეიქმნება – ბახტაძე

10:40 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამაუკა ბახტაძის განცხადებით, სტარტაპერებისთვის 10-მილიონიანი ფონდი შეიქმნება, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე 650 000 ლარის გრანტის გაცემა იქნება შესაძლებელი.

„დღეს ტექნოპარკში შევხვდი ჩვენს ახალგაზრდა სტარტაპერებს, რომელთაც ვაცნობე სასიამოვნო სიახლის შესახებ - მათთვის შეიქმნება 10 მილიონიანი ფონდი, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე გვექნება 650 000 ლარის გრანტის გაცემის საშუალება. ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეწარმეებში, სტარტაპერებში, მეცნიერებში და ნოვატორებში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან გლობალური მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს და სწორედ ისინი შეძლებენ, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულმა ქვეყანამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]