„დღეს ტექნოპარკში შევხვდი ჩვენს ახალგაზრდა სტარტაპერებს, რომელთაც ვაცნობე სასიამოვნო სიახლის შესახებ - მათთვის შეიქმნება 10 მილიონიანი ფონდი, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე გვექნება 650 000 ლარის გრანტის გაცემის საშუალება. ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან“, – აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეწარმეებში, სტარტაპერებში, მეცნიერებში და ნოვატორებში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან გლობალური მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს და სწორედ ისინი შეძლებენ, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულმა ქვეყანამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.