weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ და პირის ამოკერვას აპირებენ

11:38 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

ჭიათურის ცენტრში გაშლილ კარავში „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს. როგორც ისინი აცხადებენ, თუ დამსაქმებელი კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და პირს ამოიკერავენ.

ერთ-ერთმა მაღაროელმა ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, რომ პირის ამოკერვა გუშინაც სცადეს, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თხოვნით, ეს პროცესი შეწყდა.

„მხარდაჭერის იმედი მოგვცეს საღამომდე. ველოდებით პასუხის. თუ ასე არ მოხდა, 15-ვე ადამიანი პირსაც მოვიკერავთ და კიდევ უფრო უკიდურეს ზომებს მივიღებთ“;

„აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენს უკან ოჯახებია. წამსვლელი ვართ თავგანწირვაზე იმისთვის, რომ ეს ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს და ყველა გამოფხიზლდეს. ჭიათურა არ იმსახურებს ჩამქრალ ქალაქად ყოფნას. ვიბრძოლებთ, რომ სიცოცხლე დაბრუნდეს ქალაქში, რომ ბავშვები არ გვეწამლებოდნენ საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო“, – განაცხადეს გაფიცულმა მაღაროელებმა.

მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას, კვების და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება უნდა აიკრძალოს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ მაღაროელების გაფიცვა არაკანონიერია, ხოლო ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა – არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამო. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, მათ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

 

ამ თემაზე:

ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია – ღარიბაშვილი მაღაროელებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]