შეხვედრის ამსახველი ფოტო დაჩი გულუას დედამ, ნათია ანასტასიადიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, შეხვედრა ძალიან საქმიანი და პროდუქტიული გამოვიდა.
„დაჩი კმაყოფილია. to be continued...“, – წერს მშობელი.
დაჩი გულუას წერილიც დედამ გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ: „ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაჩი გულუას წერილს გუშინ უპასუხა და შეხვედრაზე მიიწვია.