weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერის გადაწყვეტილებით, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

15:58 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძეს არ უთქვამს, ვინ ექნება აღნიშნული სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]