weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ამბობს, რომ ტელეფონი გაუტეხეს

16:34 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს. 

„ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე. ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია. ტელეფონი რომ გატეხილი იყო, ეს არჩევნებამდე ვიგრძენი. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოში და ეს ყველამ, მთელმა რაიონმა და პარტიულმა ელიტამ იცის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა კანონით, როგორც წესი და რიგია, ისე დაისჯება“, – განაცხადა მახარაძემ „ტვ 25“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ტელეკომპანიის ცნობით, ის უკრაინაში მივლინებით იმყოფება.

ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში მეორე კურსის სტუდენტი გოგო ადანაშაულებს. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტუდენტისა და ლექტორის მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც.

„ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს“, – წერს გამოცემა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს და „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს. მისი თქმით, „ფეისბუქით“ თითქმის არ სარგებლობს და ვიღაცამ შეიძლება მისი სახელი გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ომარ მახარაძეს სტუდენტებთან საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდა. მის საკითხზე უნივერსიტეტის ეთიკური საბჭო იმსჯელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]