weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უნდა გადამოწმდეს – ზალკალიანი დავით გარეჯთან მიმდინარე სამუშაოებზე

17:08 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019
ფოტო © ზვიად ანანიაშვილი ფოტო © ზვიად ანანიაშვილი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს გზა გაჰყავთ, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა.

„ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ, უბრალოდ, ასვლის უფლებასაც კი, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო. მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ, რა ხდება. რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი“, – წერს ზვიად ანანიაშვილი და მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „ყველაფერი გადამოწმდება“.

„წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ თქვენ იცით, რომ ამ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა, დღეს და ხვალ არის დაგეგმილი ამ კომისიის მუშაობა. ყველა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანი ყველას მოუწოდებს, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„რეგინფო“ ამ საკითზე ინფორმაციის მისაღებად დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, კირიონს (ონიანი) დაუკავშირდა, რომელიც სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცოტა ხნის წინ, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი შეზღუდვის შემდეგ გახსნეს, არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტერიც გახსნა. როგორც სასულიერო პირი ამბობდა, აღნიშნული მონასტერი 2007 წლიდან დაკეტილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]